"მოზაიკას" სტატიის შემდეგ, გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახში გუბერნატორი მივიდა

იანვარი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახის წევრებს შიდა ქართლის გუბერნატორი შეხვდა.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სამხარეო ადმინისტრაციიდან მიაწოდეს. გიორგი ხოჯევანიშვილი გარდაცვლილის დედას და ბებიას ესაუბრა, დავით რაზმაძის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ცხედრის გადმოსვენების საკითხზე არსებული ინფორმაცია მიაწოდა.მხარის გუბერნატორმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქტიური კომუნიკაციის პირობა მისცა. 

"საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი საელჩოები ჩართულნი არიან ამ პროცესში. გადმოსვენება მოხდება დაუყოვნებლივ, როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ლიბიის შესაბამისი უწყებები ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობას განაცხადებენ", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

გარდაცვლილი დავით რაზმაძის დედამ და ბებიამ, შიდა ქართლის გუბერნატორს დაკრძალვის ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით თანადგომა სთხოვეს, რაზეც ხოჯევანიშვილმა დახმარება აღუთქვა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარდაცვლილი დედის განცხადებასაც, ნინო ცეცხლაძემ რადიო "მოზაიკასთან" არნიშნა, რომ შვილის დატირებისთვის გორში თავშესაფარიც არ გააჩნია და შვილის დასვენება დედის საცხოვრებელ სახლში უწევს. გუბერნატორის პრესსამსახურის განმარტებით, ამ საკითხზე კონკრეტული სიახლის შემთხვევაში ინფორმაციას გაავრცელებენ. 

გარდაცვლილი მეზღვაურის დედის ინტერვიუ დღეს რადიო "მოზაიკამ" ჩაწერა, სადაც ნინო ცეცხლაძე ამბობდა, რომ ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან სამძიმარი არ მიუღია. 

 

Read 583 times Last modified on Last modified on იანვარი 29 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი