გორის პოლიციას აბიტურიენტები ესტუმრნენ

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20-მდე სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა გორისა და ხაშურის პოლიციის შენობები დაათვალიერეს და სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

აბიტურიენტები მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მისაღებად პოლიციის თანამშრომლებს გაესაუბრნენ.

შეხვედრა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ და „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ პროექტის - „ახალგაზრდული რეფლექსი 2“-ის ფარგლებში მოეწყო.

პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი 2“ მიზნად ისახავს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სამსახურის სპეციფიკის უკეთ გაცნობას, რაც მათ შემდგომში პროფესიის არჩევას გაუადვილებს.

Read 587 times Last modified on Last modified on იანვარი 28 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი