30 წლამდე მამაკაცმა ტელეფონი გაიტაცა

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ძარცვაში ბრალდებულ შ.დ.-ს საპროცესო შეთანხება გაუფორმდა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯა.

შ.დ.-მ დანაშაული 2018 წლის 27 ოქტომბერს ჩაიდინა - მან მოქალაქეს ტელეფონი გასტაცა. 

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტთით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თუმცა ამ შემთხვევაში, გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ და ბრალდებულს პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

საქმეს მოსამართლე შალვა კაკაურიძე განიხილავდა. 

Read 396 times Last modified on Last modified on იანვარი 28 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი