გორის მერია 4 საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მეჯვრისხევში, მეღვრეკისსა და ერგნეთში წელს საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყება, - ეს ინფორმაცია რადიო „მოზაიკას“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოდან მიაწოდეს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, მეჯვრისხევში აღსაზრდელები სკოლამდელ განათლებას ნაქირავებ ფართში იღებენ, რადგან შენობა სადაც მანამდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა საფრთხის შემცველი აღმოჩნდა და დაიხურა. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, ერგნეთსა და მეღვრეკისში, ამ დრომდე საბავშვო ბაღს არ უფუნქციონირია, რის გამოც, ბავშვები სკოლამდელი განათლების მისაღებად, მეზობელ სოფლებში დაყავდათ. შენობების მშენებლობის დაგეგმვა, მერიის ინაფორმაციით, მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი. 

ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 62 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება ფუნქნციონირებს. ამ რაოდენობას აღნიშნული სოფლების გარდა, სადგურის საბავშვო ბაღიც შეემატება. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ობიექტის მშენებლობის დასრულება 2019 წელს აღარ გასცდება.

Read 894 times Last modified on Last modified on იანვარი 28 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი