Print this page

ე.წ სამხრეთ ოსეთი საკუთარი ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთში ღვინის გატანას გეგმავს.

როგორც ოკუპირებული რეგიონის  "ოსეთის მეურნეობის" დირექტორმა, ალექსეი ცაპაევმა განაცხადა, ღვინის პირველი პარტია რუსეთში თებერვალში გავა.

მისი თქმით, ღვინის პირველი პარტია 32 ათასი ბოთლით განისაზღვრება.

"ღვინის ქარხანა დღეში დაახლოებით ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მომავლისთვის ვგეგმავთ წარმოების თვეში 200 ათასამდე გაზრდას. ნედლეული მთლიანად ადგილობრივი იქნება. 10 ჰექტარი ვენახი უკვე გაშენებულია ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და წელს კიდევ 30 ჰექტარი დაემატება", - განაცხადა ცაპაევმა.

მისივე თქმით, ქარხანა ჯერჯერობით იმპორტირებულ ნედლეულზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში კრასნოდარიდან და ყირიმიდან შევა, თუმცა ხუთი წლის შემდეგ მთლიანად ადგილობრივ ნედლეულს გადაამუშავებს.

Read 700 times Last modified on Last modified on იანვარი 28 2019