Print this page

მოქალაქეებისთვის წამლების შესაძენად გამოყოფილი თანხის 40% გორის მერიამ ვერ გახარჯა

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეეებისთვის მედიკამენტების შესაძენად გათვალისწინებული თანხის 40% ვერ დახარჯა.

2018 წელს ადგილობრივებისთვის წამლების შესაძენად ადგილობრივ ხელისუფლებას 51 995 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ოფიციალური ინფორმაციით, ამ მიმართულებით მერიამ ერთ წელში 30 728 ლარი დახარჯა. ამ მუხლში უწყებას 20 000 ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა.

მერია მთელი წლის განმავლობაში იმ დოკუმენტის მიხედვით ხელმძღვანელობდა, რომელიც სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს.

ამ დოკუმენტის მეოთხე მუხლი სწორედ უფასო წამლებით უზრუნველყოფას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით, მერიისგან დახმარების მიღება შეეძლოთ:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 100 000- დან 150 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგ დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირებს;
ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირებს;
გ) ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანებს.


მერია ამ ადამიანებს ერთჯერადად, 100 ლარით ეხმარებოდა. 

Read 789 times