Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 27 იანვარი 2019 16:36

გორში წუხელ სასურსათო მაღაზიაც გატეხეს - პოლიციამ 2 პირი დააკავა

Rate this item
(0 votes)

გორში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის გაქურდვა სცადეს - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" სანდო წყარონ აცნობა.

მისი ინფორმაციით, პირებმა ობიექტი გვიან ღამით გატეხეს. 

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.

ფაქტთან დაკავშირებით რადიო "მოზაიკა" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, პოლიციამ ორი პირი, 2000 და 2001 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავა.

პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ს 19/117-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ინფორმაციისთვის, გუშინ ღამით გორში ელიტ.კლუბი "ვარდისუბანი" გაქურდეს და შინდისის ქუჩაზე მდებარე ყავის მაღაზია გატეხეს. 

ამავე თემაზე: გორში ელიტ.კლუბი "ვარდისუბანი" გაქურდეს - მოპარულია ხმის აპარატურა

ამავე თემაზე: გორში წუხელ ყავის მაღაზიის გაქურდვა სცადეს - პოლიციამ დანაშაულში 1 პირი ამხილა

Read 1715 times