ზურაბ ჯირკველიშვილი: კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში არ ვიმუშავებ

თებერვალი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ყოფილი მერი მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერჯერობით გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში მისი ადგილი ვერ გამოინახა და დასაქმებასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია.

მისი თქმით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის კულტურისა და ტურიზმის გაერთიანების სამსახურის ხელმძღვანელად ინიშნებოდა, თუმცა მერიაში ამბობენ რომ ამ ეტაპზე ყველა გაერთიანების ხელმძღვანელი უკვე დანიშნულია, თავად ჯირკველიშვილი კი ამბობს, რომ კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო, იქ, შეთავაზების შემთხვევაშც არ იმუშავებდა.

“ჯერჯერობით მერიიდან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე თანამდებობას შემომთავაზებენ, გააჩნია რა სფერო იქნება და იმის მიხედვით გადავწყვეტ დავთანხმდები თუ არა მერის წინადადებას. რომ შემოეთავაზებინათ, კულტურის სააგენტოშ არც ვიმუშავებდი" - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

რადიო ,,მოზაიკა" მერიის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. კითხვაზე, განიხილება თუ არა ყოფილი მერის კანდიდატურა რომელიმე სამსახურში, მხოლოდ ის გვიპასუხეს,  რომ ჯირკველიშვილი დღეის მდგომარეობით მერიის თანამშრომელი არ არის

Read 2209 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი