Back to Top
პარასკევი, 25 იანვარი 2019 22:20

გორელმა მოჭიდავემ ხარკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

Rate this item
(0 votes)

გორელმა მოჭიდავე დავით ფაცინაშვილმა ხარკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა.

საქართველოს ჭაბუკ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების გორელი წევრი დავით ფაცინაშვილი ხარკოვში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. დავითმა როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებაში გაიმარჯვა, - ამ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, დავითმა გუშინ ინდივიდუალური პაექრობა მოიგო 65 კგ–ში, დღეს კი საქართველოს ნაკრებთან ერთად გუნდური შეჯიბრების ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

"ჩვენმა ნაკრებმა გიორგი კვინიკაძის ხელმძღვანელობით ხარკოვის ტურნირზე პირველ დღეს 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (მათ შორის როგორც აღვნიშნეთ იყო დავით ფაცინაშვილის ოქროც). გუნდურ პაექრობაში კი 18 გუნდს შორის შეჯიბრებაში არავის დაუთმო პირველობა", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

 


ფოტოზე: საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრები ხარკოვში მოპოვებული გუნდური შეჯიბრების გამარჯვებულის თასით; დავით ფაცინაშვილი წინა რიგში მარცხნიდან მეორე.

Read 647 times Last modified on პარასკევი, 25 იანვარი 2019 22:28