დაუყონებლივ განთავისუფლებაზე განცხადება დაკმაყოფილებულია - ყოფილი ვიცე-მერი ახალ შეთავაზებას ელოდება
გელა კაპანაძის განცხადება თანამდებობიდან დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ გორის მერმა დააკმაყოფილა.
ამ დროისთვის გორის ყოფილი ვიცე-მერი საქმიანობას არსად აგრძელებს და სახლში ისვენებს.
რადიო "მოზაიკას" კითხვაზე, ელოდება თუ არა მერისგან ახალ შემოთავაზებას, აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია და სადაც მისი შესაძლებლობები იქნება საჭირო მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, იქ გააგრძელებს ,იშაობას.
"ამჟამად, არსად ვმოღვაწეობ, სახლში ვარ და ვისვენებ. არანაირ შემოთავაზებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ვფიქრობ, რომ რაიმე შემოთავაზება აუცილებლად იქნება, თუმცა ეს მერის გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი მოლოდინი მაქვს", - ამბობს გელა კაპანაძე.
რადიო "მოზაიკამ" მერის ყოფილ მოადგილეს კითხა, რამდენად კომფორტული იქნებოდა ვიცე-მერობიდან რომელიმე ა(ა)იპ-ში ან სამსახურში გადაყვანა და თუ დასთანხმდებოდა მსგავს შემოთავაზებას - გელა კაპანაძე ამბობს, რომ სადაც მისი შესაძლებლობები იქნება საჭირო მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მზადაა იმ სფეროში გააგრძელოს საქმიანობა.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა