Back to Top
პარასკევი, 25 იანვარი 2019 12:37

გორის მერმა ახალი ვიცე-მერი დანიშნა

Rate this item
(0 votes)

გორის მერის ახალი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი იქნება. 

კონტანსტინე თავზარაშვილმა მისი პოსტზე დანიშვნის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. როგორც გორის მერმა "რადიო "მოზაიკას" უთხრა, ერასტი ელიჯარაშვილი ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრია. 

"თბილისში მუშაობდა ბოლოს. ის არის ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისთვის შემეთავაზებინა ეს თანამდებობა. რაზეც თანხმობა მივიღე. დღეიდან ის ჩემი მოდგილეა", - გვითხრა თავზარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გორის ვიცე-მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გელა კაპანაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. 

Read 5186 times Last modified on პარასკევი, 25 იანვარი 2019 12:53