მაქარაშვილი: მე არ ვითხოვ მანველიშვილის ციხეში ჩასმას, თუმცა მან პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებაზე

იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"პროკურატურიდან სარჩელის გამოტანას არ ვაპირებ, რადგან საზოგადოების დაკვეთაა, რომ თემურ მანველიშვილმა პასუხი აგოს თავის ქმედებაზე", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.

"მე არ ვითხოვ ამ ადამიანის ციხეში ჩასმას, შეიძლება მას მისცენ პირობითი სასჯელი, დააჯარიმონ ან ა.შ. მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებაზე. ეს უკვე საზოგადოების დაკვეთაა. ამ ფაქტს უამრავი ადამიანი შეესწრო, კამერებმა გადაიღეს, პოლიციამ საქმე აღძრა და მცნეს დაზარალებულად. შესაბამისად, საქმე უნდა გამოიძიონ ბოლომდე. ბოლოს და ბოლოს, მანველიშვილს ბოდიშიც არ მოუხდია", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

​სამოქალაქო აქტივისტის თქმით, გორის მერი უპრინციპო ადამიანია, რადგან ვერ გაბედა იმ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელმაც ადამიანს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე თემაზე: მერიის წარმომადგენელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ხორბალი დააყარა

"მანველიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მაინც გარდაუვალი იქნებოდა. ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. გორის მერი კი რას აკეთებს - მაშინ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა და ახლა თითქოს ენანება ამ ადამიანის გაშვება სამსახურიდან და ხელს არ უწერს გათავისუფლების განცხადებაზე", - გვითხრა სამოქალაქო აქტივისტმა.

შეგახსენებთ, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სამოქალაქო აქტივისტს თავზე ნაგვის ვედრო ჩამოამხო. გუშინ კი, თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, მერს წერილით მიმართა. 

ამავე თემაზე: გორი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

 

 

Read 678 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი