სუს: 2018 წელს ე.წ. ხნული საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე გაავლეს

იანვარი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში დაახლოებით 52 კმ სიგრძის მავთულხლართი და ღობეა გავლებული", - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

უწყების განმარტებით, 2018 წლის განმავლობაში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების კუთხით, საოკუპაციო ხაზის თითქმის მთელ პერიმეტრზე განხორციელდა. ხელოვნური ბარიერების გავლება კი გასულ წელს ძირითადად ქარელის რაიონში დაფიქსირდა. გასულ წლებთან შედარებით კი გორში ეს პროცესი შედარებით ნაკლებად შეიმჩნეოდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ყველაზე მცირე რაოდენობის დაკავების ფაქტები დაფიქსირდა.

გასულ წელს ცვლილება შეეხო ე.წ. საჯარიმო თანხასაც. ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმების გაზრდაზე კანონპროექტს დაუჭირა მხარი. შედეგად, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმა 2000-დან 20000 რუბლამდე, თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 400 000-დან 800 000 რუბლამდე გაიზარდა

Read 604 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი