Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 14:46

გორის მერიამ 2018 წელს 2 უპატრონო მიცვალებული დაკრძალა

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის სოციალური სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს გორის მერიამ 2 უპატრონო მიცვალებული დაკრძალა.

 უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის მერიამ ჯამში 600 ლარი გაიღო.

"მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის 300 ლარია გათვალისწინებული. ჩასასვენებელს და სუდარას ვყიდულობთ ხოლმე. ასეთი შემთხვევა გასულ წელს სულ 2 იყო. საერთო ჯამში, 600 ლარი გამოიყო ამისთვის", - განაცხადა გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, დავით ჩიხრაძემ.

Read 1260 times