გორის მერიამ 2018 წელს სასაჩუქრე ნივთებსა და სუვენირებზე 4 000 ლარზე მეტი დახარჯა

იანვარი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს სასაჩუქრე ნივთებსა და სუვენირებზე 4 248 ლარი დახარჯა.

უწყების ცნობით, ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 802 ლარის ღირებულების სუვენირები შეიძინა, რომლებიც სხვადასხვა დროს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს აჩუქა.

2018 წელს სასაჩუქრედ შეძენილ ნივთებს შორის არის 46 ლარის ღირებულების ღვინო, 700 ლარის ღირებულების წიგნები, 900 ლარის ღირებულების 10 ცალი ფერადი რუქა და 800 ლარის ღირებულების მუყაოს ჩანთებიც.

სასაჩუქრე ნივთებისა და სუვენირებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია თანხას წარმომადგენლობითი ხარჯიდან გასცემდა. ამ მუხლში გასულ წელს 30 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა 10 000 ლარამდე მერიას გაუხარჯავი დარჩა.

Read 470 times Last modified on Last modified on იანვარი 23 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი