დე ფაქტო უწყების ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

იანვარი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ალა ჩოჩიევას თქმით,  ე.წ სამხრეთ ოსეთში გრიპის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"დღეის მდგომარეობით, რესპუბლიკაში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიხშირე რჩება სტაბილური. გასული წლის დეკემბერში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების 574 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 444 ბავშვი იყო. ასევე იყო პნევმონიის 1 შემთხვევა", - განაცხადა ჩოჩიევამ.

დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი წლის პირველ კვირაში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების 146 შემთხვევა დაფიქსირდა (111 ბავშვი, 35 მოზარდი).

"სიხშირის მაჩვენებელი 10 ათას ადამიანზე 28.3 - ია. გრიპის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.ყველაფერი არის ნომრის ფარგლებში", - განაცხადა ალა ჩოჩიევამ

Read 476 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი