Back to Top
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 13:11

შიდა ქართლის გუბერნატორი გორის ქალთა კამერული გუნდის წევრებს შეხვდა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი გორის ქალთა კამერული გუნდის წევრებს შეხვდა.

გიორგი ხოჯევანიშვილი ქალთა კაპელას ხელმძღვანელსა და გუნდის წევრებს სამომავლო თანამშრომლობაზე და გეგმებზე ესაუბრა. 

“სულ რამდენიმე კვირაა, რაც გორის ქალთა კამერული გუნდი ევროპული ტურნედან დაბრუნდა, სადაც კონცერტები ქეთი მელუასთან ერთად გამართა. თვალს ვადევნებდი ტურნეს მსვლელობას, მათ წარმატებულ გამოსვლებს და მიხარია, რომ ჩვენს ქალაქს ასეთი შესანიშნავი და საამაყო კაპელა ჰყავს. დღეს მოგვეცა საშუალება პირადად შევხვედროდით, მოგვესმინა მათი ევროპული შთაბეჭდილებები და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

შევთანხმდით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ და ერთობლივ პროექტებზეც ვიმუშავებთ რეგიონის კულტურულ თუ შემოქმედებითი განვითარების კუთხით “, - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი

სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ქალთა კამერული გუნდი საკუთარი დისკის ჩაწერაზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

Read 706 times