შვებულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, ზურაბ ჯალაღანია სამსახურში არ გამოცხადებულა

იანვარი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ჯალაღანია სამსახურში დღეს დილით არ გამოცხადებულა.

მისი შვებულება კი გასულ კვირას ამოიწურა.

მერიაში ამბობენ, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თავად ჯალაღანია კი “მოზაიკას“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

გორის მერიიდან მოწოდებული დოკუმენტის თანახმად ჯალაღანიამ შვებულება 3 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით აიღო, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი შვებულებაში პირადი განცხადების საფუძველზე გავიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მერთან გამართულ თათბირზე მისი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა, თუმცა თავზარაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

50679445 2213337695372688 7491553575709966336 n45678

Read 767 times Last modified on Last modified on იანვარი 21 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი