ციხელაშვილი: თუ „ღორის გრიპი“ აღმოაჩნდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, მკურნალობაში დავეხმარებით

იანვარი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„იმ შემთხვევებში, თუკი ეს ვირუსი აღმოაჩნდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, პირიქით, დავეხმარებით, რომ ვუმკურნალოთ და ამ საკითხში ვითანამშრომლოთ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. ჩვენი ამოცანა არის ერთი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ინტერესებიდან გამომდინარე მივაღწიოთ შედეგს, რომ აღდგეს იმ ტიპის მოძრაობა, რომელიც მათ ჰქონდათ და შემდეგ უკვე გაფართოვდეს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება გადაადგილება. მაინც მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ყველას მხრიდან იქნება გაცნობიერებული არა მხოლოდ სამართლებრივი მხარე, არამედ ჰუმანიტარული მხარეც. საბაბად რაც არის დასახელებული - გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროება - რეალურად ეს ზომა არის არაადეკვატური, არ ემსახურება მიზანს, რომ დაიცვას მოსახლეობა. ეს ვირუსი არ არის საქართველოში იმ დონეზე გავრცელებული, რომ იყოს ეპიდემიური მდგომარეობა. ეს ვირუსი გავრცელებულია ყველგან, ანუ ამ მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა აბსოლუტურად არ ემსახურება მიზანს და იმ შემთხვევებში თუკი ეს ვირუსი აღმოაჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, პირიქით, დავეხმარებით, რომ ვუმკურნალოთ მათ და ამ საკითხში ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

Read 384 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი