კომპანიები, რომლებიც 2018 წელს გორის მერიის ტენდერებს იგებდნენ

იანვარი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში 2018 წელს შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა 8 ტენდერში გაიმარჯვა.

გორის მერიის მიერ გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად 7 კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც სხვა პრედენდენტებთან შედარებით, 2018 წელს, ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვეს. მათ შორის ყველაზე მეტი ტენდერი შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა მოირგო. 

ინფორმაციისთვის:

აღნიშნული კომპანია გორის მაჟორიტარ-დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაახლოებულ პირს შოთა აბულაძეს ეკუთვნის. მფლობელის შვილი გიორგი აბულაძე 2010-2012 წლებში სხვადასხვა საინისტროებში მუშაობდა.

გორის მერიამ გასულ წელს სულ 166 ტენდერი გამოაცხადა. აქედან 40 არ შედგა, 3 შეწყდა, 11 უარყოფითი შედეგით დასრულდა, 1 კი ამ ეტაპზე ისევ შერჩევა/შეფასების პროცესშია. დანარჩენ 111 ტენდერს სხვადასხვა კომპანიები და ინდ.მეწარმეები ინაწილებენ.

როგორც "მოზაიკამ" გაარკვია, გასულ წელს ყველაზე ხშირად ტენდერები მოგებული აქვთ შემდეგ კომპანიებს:

1. "ვერელი+"-ს მოგებული აქვს 7 ტენდერი. კომპანია გორის ყოფილი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის სიძეს ეკუთვნის.

2. "არქმშენსტუდია 2002"-ს მოგებული აქვს 7 ტენდერი. ის დეპუტატ მაკრახიძის ძმის კომპანიაა. 

3. "ალონისს" მოგებული აქვს 7 ტენდერი. 

4.  "მოურავს" მოგებული აქვს 6 ტენდერი.

5.  "გაზტექმშენს" მოგებული აქვს 6 ტენდერი.

6.  "იბოლიას" მოგებული აქვს 5 ტენდერი. კომპანია გორის მაჟორიტარ-დეპუტატ მაკრახიძის ოჯახს ეკუთვნის. 

7.  "შარას" მოგებული აქვს 3 ტენდერი. კომპანია გორის მაჟორიტარ-დეპუტატ მაკრახიძის ოჯახს ეკუთვნის. 

 

Read 690 times Last modified on Last modified on იანვარი 18 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი