საჯარო მოხელეები, რომლებიც გორის მერმა საახალწლოდ წაახალისა

იანვარი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წლის დეკემბერში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე, ჯილდოს სახით 161385 ლარი გაიცა.

მერიიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის ბოლოს, საახალწლოდ ჯილდოები მერის მოადგილეებმა - ეკატერინე სუხიშვილმა, გელა კაპანაძემ, ასევე სამსახურის უფროსებმა - ზურაბ ჯალაღანიამ, არჩილ გიუნაშვილმა, დალი ტლაშაძემ, დავით ჩიხრაძემ, რამაზ შიოშვილმა, თამარ ზურაბიშვილმა, მირიან კლიმიაშვილმა და ვალერიან რევაზაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა მიიღეს. 

2017 წელს, საკანონმდებლო ორგანომ საჯარო მოხელეებზე პრემია - დანამატის გაცემის ახალი წესი განსაზღვრა. ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეს უფლება აქვს პრემიის სახით წლიური ხელფასის მხოლოდ - 10%, დანამატის სახით კი 20% მიიღოს. ამ კატეგორიაში არ შედიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, გამონაკლისი მხოლოდ მერის მოადგილეები არიან.

Read 879 times Last modified on Last modified on იანვარი 18 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი