ფრაქციებს, "ევროპული შენება" და "პატრიოტები ხალხის სამსახურში" 2018 წელს ინიციატივა არ გამოუთქვამთ

იანვარი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 ფრაქციიდან აქტიურობით მხოლოდ 4 გამოირჩეოდა.

2018 წელს არცერთი საკითხის ინიციატორი ფრაქცია "ევროპული შენება" და ფრაქცია "პატრიოტები ხალხის სამსახურში" არ ყოფილა. - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიაწოდეს, რომლის მიხედვით, ამ კუთხით, აქტიურობით მხოლოდ „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, „ქართული ოცნება მრეწველები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩეოდა.

უფრო კონკრეტულად კი გასული წლის განმავლობაში, ფრაქცია „ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიერ ინიციატივა გამოითქვა 39 საკითხზე; „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ მიერ - 9 საკითხზე; „ქართული ოცნება მრეწველების“ მიერ - 3 საკითხზე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 18 საკითხზე.

Read 595 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი