Print this page

საკრებულოში ფრაქციების მივლინებისთვის 2018 წელს 712 ლარი დაიხარჯა

იანვარი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფრაქციების წევრების მივლინებაზე გაწეულმა ხარჯმა 2018 წელს 712 ლარი შეადგინა, აქედან: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის - 278 ლარი; ქართული ოცნება - კონსერვატორებისთვის 276 ლარი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის - 42 ლარი; ევროპული შენებისთვის - 51 ლარი; პატრიოტები ხალხის სამსახურში - 65 ლარი გამოიყო.

გასული წლის მონაცემების მიხედვით, საკრებულოში სულ 6 ფრაქციაა, აქედან ერთს, "ქართული ოცნება -მრეწველები" სამივლინებო ხარჯებით არ უსარგებლია.

მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. მივლინების ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, იგი ითვლება ორგანიზაციის/კომპანიის ხარჯებში, ხოლო დასაქმებულისათვის შემოსავლად არ ჩაითვლება და შესაბამისად არ იბეგრება.

Read 244 times