ცხოველთა თავშესაფრის პროექტი გადაწერილია - მისი ავტორები საავტორო უფლებების დაცვას ითხოვენ

იანვარი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი გადაწერილია, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" პროექტის ავტორებმა აცნობეს.

როგორც ისინი ამბობენ, შიდა ქართლის გუბერნია მათი პროექტის განხორციელებას, საავტორო უფლებების უგულებელყოფით, ცდილობს.

ინფორმაციისთვის:

თავშესაფრის მშენებლობის პროექტზე ტენდერი უკვე ჩატარდა და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. ხელისუფლებამ უკვე ისიც დაანონსა, რომ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, თავშესაფრის მშნებელობა მიმდინარე წელს დაიწყება.

tenderi foto gmarjvebuli kompania municipaluri tavshesafari

"პროექტი მოპარულია და დეტალების საბოლოო დაზუსტების შემდეგ, სასამართლოს გზით დავიწყებთ საავტორო უფლებების დაცვას", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ერთ-ერთმა ავტორმა.

მისივე თქმით, პროექტი მოამზადა და მისი პრეზენტაცია სხვადასხვა რეგიონებში ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა" გააკეთა.

"ანალოგიური ტიპის (სიმძლავრეების განსხვავებით) პროექტები მოვუმზადეთ და გადავეცით ასევე კახეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს. დასრულების ეტაპზეა პროექტი,რომელიც მორგებულია ქვემო ქართლის რეგიონზე და ისიც მომზადდა სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით. შიდა ქართლის შემთხვევაში, ჩვენი პროექტი გადაწერეს, მაგრამ გაზარდეს ცხოველთა საერთო განთავსების ვოლიერების რაოდენობა, რითიც პროექტის პარამეტრები დაამახინჯეს და მთლიანად კონცეფცია დაარღვიეს", - ამბობენ ავტორები.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი სოფიო ბეროშვილს და ლაშა გეგეჭკორს ეკუთვნით.

nashromis avtorebi lasha gegechkori foto

"2018 წლის 23 მარტს ჩავატარეთ გორში პროექტის პრეზენტაცია. მოგვიწვია მაშინდელმა გუბერნატორმა, ბატონმა კახა სამხარაძემ. როდესაც ახალი გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, მანაც დაგვიძახა, მოწვეული ჰყავდა 4 - ვე მუნიციპალიტეტის მერი, თავიდან გავიარეთ პროექტი და არანაირი შენიშვნა ან შესწორება მასში არ შეუტანიათ", - ამბობენ ავტორები.

მათი თქმით, თუ ხელისუფლება პროექტის საავტორო უფლებებს არ დაიცავს, ისინი სასამართლო დავას დაიწყებენ. 

Read 868 times Last modified on Last modified on იანვარი 16 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი