Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 11:02

გორში ავარია მოხდა - დაღუპულია შუახნის მამაკაცი

Rate this item
(0 votes)

გორში, კეცხოველის ქუჩაზე ავარია მოხდა - ერთმანეთს "VAZ-21.01"-ისა და "აუდის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 

არსებული ინფორმაციით, "აუდს"-ს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა. "VAZ-21.01" - ის მძღოლი და მის მანქანაში მჯდომი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ჩადენილს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. 

 

ფოტო შერჩეულია თემატურად

Read 5840 times Last modified on ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 11:15