ტოლიაშვილი: გორის უნივერსიტეტის რექტორად მღებრიშვილის არჩევა კლანური მმართველობის შედეგია
"გორის უნივერსიტეტს უკვე 10 წელია მართავს კლანი", -განაცხადა რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას კახა ტოლიაშვილმა. ტოლიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და უნივერსიტეტში არსებული ვითარება "პუტინისა და მედვედევის" მმართველობას შეადარა.
ტოლიაშვილი ფიქრობს, რომ ყოფილი რექტორი გიორგი სოსიაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე მღებრიშვილი თანამდებობებს ცვლიან, რეალურად კი უნივერსიტეტში მმართველობის კუთხით არაფერი იცვლება.
"გორის უნივერსიტეტში დიდი ხანია კლანური მმართველობაა, რომელიც პუტინივით და მედვედევივით ერთმანეთს ცვლის და ჭაობში ამყოფებს უნივერსიტეტს. აკადემიურმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა განვითარებას და პროგრესს. უნივერსიტეტს იყენებენ პირადი კეთილდღეობისთვის. მათ არ აინტერესებთ სტუდენტები და საზოგადოებრივი ინტერესი, უნივერსიტეტს განვითარების საშუალებას არ აძლევენ", - განაცხადა კახა ტოლიაშვილმა.
სოსიაშვილი ახალი რექტორის მოადგილეობას ამ ეტაპზე არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს საკითხი ადმინისტრაციის გადასწყვეტია.
გორის უნივერსიტეტში აკადემიურმა საბჭომ ახალი რექტორი აირჩია. საბჭოს წევრების სრულმა შემადგენლობამ არჩევანი კახა ტოლიაშვილსა და ალექსანდრე მღებრიშვილს შორის გააკეთა. უნივერსიტეტს დღეიდან ალექსანდრე მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა