Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 11 იანვარი 2019 13:22

გორში H1N1-ით გარდაცვლილი ქალის შვილს ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში მკურნალობენ

Rate this item
(0 votes)

რამდენიმე დღის წინ გორში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შვილი, რომელსაც სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპი დაუდგინდა, ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაშია გადაყვანილი.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება და შესაბამისი ინტენსიური მკურნალობა გრძელდება. 

"გარდაცვლილი ქალის შვილი მოთავსებულია ჩვენთან, რომელიც შესაძლოა იყოს იმავე ვირუსით ინფიცირებული. ანალიზები ასეთ შემთხვევაში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა ეს H1N1, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როცა არის ვირუსული პნევმონია. მიმდინარეობს ამ მიმართულებით ინტენსიური მკურნალობის პროცესი", - აცხადებენ ჰოსპიტალში.

Read 2803 times