Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 12:46

"გორმედში" გრიპის ვირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

Rate this item
(0 votes)

სამედიცინო ცენტრ "გორმედის" ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით დაავადებული ორი პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა.

ექიმების მიერ პაციენტების ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს, თუმცა მათი მდგომარეობა ამ დრომდე კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ორივე შემთვევაში ადგილი აქვს ფილტვების მძიმე დაზიანებას და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს არცერთ ლაბორატორიაში H1N1 -ზე ანალიზი არ კეთდება. 

პაციენტების მოთხოვნის საფუძველზე და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო ჩარევით, ანა

ლიზები საზღვარგარეთ იგზავნება. მსგავსი შემთხვევა გორში ჯერ არ დაფიქსირებულა. 

Read 1213 times