Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 10:42

კარალეთში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა.

ქვეითად მიმავალ ხანშიშესულ მამაკაცს "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლს მიმალვა არ უცდია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 - ე მუხლის მე - 5 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Read 1303 times Last modified on ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 10:59