თბილისისგან განსხვავებით გორის საბავშვო ბაღებში არდადეგები არ გახანგრძლივდება

იანვარი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი გუშინდელი პოზიცია შენარჩუნდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მთელი იანვრის განმავლობაში, დასწრება თავისუფალი იქნება და სახელმწიფოს მხრიდან კარანტინის გამოცხადებამდე, თუ ამის საჭიროება გახდა, ბაღები ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი დადგენილება და თბილისს - თავისი. ჩვენი მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელია მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას. როგორც მახსოვს, ზამთრის არდადეგები თბილისის ბაღებს უფრო დიდხანს და სხვა დროს ჰქონდათ. შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავიზიარებთ. დასწრება თავისუფალია, ვისაც უნდა მიიყვანს ბავშვს ბაღში, ვისაც არ უნდა არ მიიყვანს", - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებით მიმართა - გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ეს პოზიცია მოგვიანებით თბილისის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომაც გაითვალისწინა. გორში კი აღსაზრდელების დასწრება საბავშვო ბაღებში თვის ბოლომდე თავისუფალი რჩება.

Read 1662 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი