გრიპის ვირუსის გამო გახანგრძლივებული სკოლის არდადეგები ანაზღაურდება

იანვარი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 18 იანვრამდე გაგრძელდება.

ადგილობრივ რესურსცენტრში ვარაუდობენ, რომ კონტიგენტის მასიური დასწრება გაკვეთილებზე, 18 იანვრის შემდეგ, მომდევნო დასვენების დღეების გამო, სავარაუდოდ, 21 იანვრიდან განახლდება. რაც შეეხება გაცდენილ დღეებს, ნანა ტერმაკოზაშვილი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაცდენილი დღეები აუცილებლად ანაზღაურდება ან უქმე დღეების, ან საზაფხულო არდადეგების ხარჯზე. ამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებს.

"მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი.

ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას. დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება, რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს”, – აცხადებენ სამინისტროში.

Read 741 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი