Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 14:20

გორში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია არ ჩატარდება

Rate this item
(0 votes)

"სამწუხაროდ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა აღარ გვაქვს, თორემ უფასო აქციას ისევ მოვაწყობდით", - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარინა გიუნაშვილმა გააკეთა.

გიუნაშვილის თქმით, ამჟამად ვაქცინაცია გორის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარეობს, თუმცა ვაქცინაცია ფასიანია. 

"ვაქცინები აღარ გვაქს, თორემ ისევ მოვაწყობდით აქციას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გასულ წელს ჩატარებული ვაქცინაციით, ბევრმა რისკ - ჯგუფში შემავალმა ადამიანმა არ ისარგებლა. როგორც ცნობილია, სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარეობს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, თუმცა ეს კომერციულია", - განაცხადა მარინა გიუნაშვილმა

ამავე თემაზე: გორში 2018 წელს გრიპის ვირუსზე 740 ადამიანი აიცრა

Read 2055 times Last modified on ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 14:31