Back to Top
პარასკევი, 09 თებერვალი 2018 15:03

გამოხმაურებები მერის მოადგილის თანამდებობიდან წასვლაზე

Rate this item
(0 votes)

ალექსი მარიამიძის მიერ მერის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ, ქალაქის მერი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. 

 

დანარჩენი მოადგილეები კი ამბობენ, რომ ფაქტი მათთვისაც მოულოდნელი იყო.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიამიძეს დაპირისპირება ჰქონდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თუმცა მარლენ ნადირაძემ აღნიშნულს არ ადასტურებს.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, მარიამიძის ეს გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. რაზმაძე ამბობს, რომ ორი დღის წინ მარიამიძესთან საქმიანი საუბარი ჰქონდა და გარკვეული გეგმებიც განიხილეს.

"სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაძლოა, გადაიღალა", - გვითხრა დავით რაზმაძემ.

მერის მოადგილის თანამდებობიდან წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა გორის საკრებულოს წევრების ნაწილისთვისაც.

 

 

Read 2533 times Last modified on პარასკევი, 09 თებერვალი 2018 18:39