Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 11:41

ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Rate this item
(0 votes)

გახდება თუ არა H1N1-ის გავრცელება სკოლებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების მიზეზი - გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთად მიიღებენ.

ვირუსის გამო სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, თუმცა ჯანდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობში მიმართვიანობამ იკლო. პარალელურად, კარანტინია გამოცხადებული არაერთ კლინიკაში - მათ შორის ბათუმისა და ფოთის საავადმყოფოებში. სამინისტროში განმარტავენ, რომ შეზღუდვა მხოლოდ მნახველებს ეხება და არა პაციენტებს.

"ყველაზე პიკური გვქონდა 277 და ახლა არის 256 რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია არ გვაქვს. ეპიდემიის ცოდნა საჭირო არის ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ შესაბამისი პროტოკოლი აამოქმედოს. ტამიფლუს მარაგებს, ის რაოდენობას ასევე საერთაშორისო პროტოკოლი განსაზღვრავს თუ რა ავადობაზე რა რაოდენობა უნდა გვქონდეს, ჩვენ ეს მარაგები გვაქვს და იმ დღეებში, როდესაც სააფთიაქო დეფიციტი შეიქმნა, ჩვენ გავუნაწილეთ კიდეც მათ", - აცხადებს დავით სერგეენკო.

Read 1124 times Last modified on ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 12:05