"გორმედში" სავარაუდოდ გრიპის ვირუსით მოთავსებული 2 პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია
სამედიცინო ცენტრ "გორმედის" კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით დაავადებული ორი პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, მათ თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა
"კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას ორი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, რომელთაც, სავარაუდოდ, აქვთ გრიპი და გრიპისმიერი შემდგომი დაზიანებები. ორივე შემთვევაში არის ფილტვების მძიმე დაზიანება, მაგრამ ორივე შემთხვევაში არის თანმხლები მძიმე დაზიანება", - განაცხადა "გორმედის" კლინიკური დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა.