ხელფასების მატების მიზეზს საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს

თებერვალი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხელფასების მატებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტებას აკეთებს.

 

„თანამდებობის პირზე, სახელფასო ნუსხაში, მთელი წლის განმავლობაში 14 ხელფასია განსაზღვრული, აქედან 12 ჩვეულებრივად იღებდნენ, დანარჩენ ორს კი, პერიოდულად პრემიის სახით. აღნიშნული 14 ხელფასი 12-ზე გაიყო და აქედან გამომდინარე გაიზარდა მათი ხელფასი. თუმცა, ამიერიდან პრემია-დანამატები და ჯილდოები აღარ იქნება”, - განმარტა დავით რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელფასების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სესიაზე მიიღეს.

შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 3 200 ლარი გახდა. მისი პირველი მოადგილის, გელა კაპანაძის 2 500, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილის 2 350 ლარი იქნება.

შრომითი ანაზღაურება სამსახურის უფროსებსაც გაეზარდათ. კერძოდ, მათი ხელფასი 1 200-დან 1 700 ლარამდე მოიმატებს. გაზრდილ ანაზღაურებას ისინი თებერვლიდან აიღებენ.

ხელფასები გაიზარდეს საკრებულოს თანამდებობის პირებმაც. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის შრომის ანაზღაურება 3 200 ლარი გახდა. მისი მოადგილეების ხელფასი 2 500, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეთა სარგო ამიერიდან 2000-2000 ლარი იქნება.

რაც შეეხება სხვა საჯარო მოხელეებს. მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს 900, პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს კი, 800 ლარი გაუხდა.

 

Read 2439 times Last modified on Last modified on თებერვალი 09 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი