პატარა მეჯვრისხევსა და თედოწმინდაში ახალი სკოლები აშენდება

იანვარი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გორის ორ სოფელში - პატარა მეჯვრისხევსა და თედოწმინდაში - ახალ სკოლებს ააშენებს.

ქვეშში, ქერესა და ბნავისში კი სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

"პატარა მეჯვრისხევსა და თედოწმინდაში წელს დაიწყება ახალი სკოლების მშენებლობა. ქვეშში უკვე დაწყებულია სკოლის რეაბილიტაცია, რომელსაც ამერიკული კომპანია "სამხედრო ინჟინერთა კორპუსი" ახორციელებს. უკვე გადაწყვეტილია ქერესა და ბნავისში სკოლების რეაბილიტაცია და ველოდებით კიდევ პასუხს სხვა სკოლებთან დაკავშირებითაც", - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რეგიონებში სკოლების ბიუჯეტის მართვას, სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობები 2018 წლის მარტიდან ახორციელებენ. სწორედ მათი ფუნქცია გახდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, სკოლების საჭიროებების შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრა. თუ რომელ სკოლაში უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და სად არის აუცილებელი ახალი სკოლის აშენება ამ საკითხებზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნატორთან რესურსცენტრის წარმომადგენელთა შეხვედრა გასულ წელს უკვე გაიმართა, რის შედეგადაც გამოიკვეთა ავარიული სკოლის შენობები და გადაწყდა რომელი საჭიროებდა რეაბილიტაციას, და რომელი აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, სულ 30 სკოლა გარემონტდება, რომელზეც 18 მლნ აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) დაიხარჯება.

Read 945 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი