Print this page

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 იანვრიდან, გორის საბავშვო ბაღებში კი ხვალიდან განახლდება

იანვარი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გავრცელებული ვირუსული დაავადების გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებები საშობაო არდადეგებს არ გააგრძელებენ. ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" რესურსცენტრისა და სკოლამდელი აღზრის სააგენტოს წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, სწავლა სკოლებში 15 იანვრიდან განახლდება, რადგან არდადეგების გაგრძელების საჭიროებაზე განათლების სამინისტროდან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

"გორში საბედნიეროდ არ დადასტურებულა H1N1 ვირუსი გორელ მოსწავლეებში. იყო ერთი შემთხვევა, იაშვილის კლინიკაში მესამე სკოლელი ბავშვები (ერთი ოჯახიდან) იყვნენ გადაყვანილები, მაგრამ გადავამოწმე და მათში ე.წ. ღორის გრიპი არ დადასტურებულა. შესაბამისად, არდადეგების გაგრძელების საჭიროება გორის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არ დგას", - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, კი საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 8 იანვრიდან გააგრძელებენ. აღსაზრდელები წინასაშობაოდ, 28 დეკემბრიდან დაითხოვეს.

Read 3215 times