გორის ბიუჯეტიდან ა(ა)იპების დაფინანსებისთვის წელს 16 მლნ 63 ათასი ლარი დაიხარჯება

იანვარი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის 1 მლნ 581 ათას 800 ლარით მეტი დაიხარჯება.

თუ 2018 წელს ამ მიმართულებით სულ 14 მლნ 481 ათას 200 ლარი გაიწერა, მიმდინარე წელს ეს თანხა 16 მლნ 63 ათასი ლარს შეადგენს, რაც გორის მუნიციპალიტეტის 39 მლნ-იანი ბიუჯეტის დაახლოებით 41% -ია.

ა(ა)იპ-ების რაოდენობის კუთხით, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ცვლილებები არ ფიქსირდება, ზოგიერთი მათგანის დაფინანსებისგან განსხვავებით.

10 ა(ა)იპ -დან ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი მუნიციპალური ორგანიზაცია წელსაც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოა, სადაც ამბობენ, რომ დაფინანსების მატება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდითაა განპირობებული. მას მოსდევს კეთილმოწყობის სააგენტო, რომლის ბიუჯეტი წელს 487 ათასი ლარითაა გაზრდილი. შემდეგ ადგილს კი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო იკავებს, რომლის დაფინანსება წელს 98 ათას 900 ლარითაა გაზრიდლი. მსხვილბიუჯეტიან ორგანიზაციებს შორის ბოლო ადგილზეა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, რომლის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით წელს, 51 ათასი ლარით მეტია.

დანარჩენი 6 ა(ა)იპ-ის დაფინანსება გასული წლის მსგავსად, წელსაც 700 ათას ლარს არ სცდება. 

მუნიციპალური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხები (ლარი) 2018-2019 წლებში:

aaipebis dafinanseba 2019 wlis monacemebi da shedareba

Read 472 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი