Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 04 იანვარი 2019 14:00

გორის მერია ნაგავსაყრელის დახურვას წელს გეგმავს 

Rate this item
(0 votes)

“გორის ნაგავსაყრელის დახურვის საკითხზე ამ დრომდე ვმუშაობთ“, - განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

“იმედი გვაქვს, რომ ამ წელში ეს პრობლემა მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია მაგ ნაგავსაყრელის დახურვა იმიტომ, რომ ისეთ ტერიტორიაზეა, სადაც არ უნდა იყოს. ამდენი ნაგავი იყრება, შემდეგ იმარხება, მერე სხვა ადგილას იყრება და ასე შემდეგ. უკეთესი იქნება, თუ გადასამუშავებელი გაკეთდება, რომ მოხდეს გადამუშავება და იქიდან რაღაც პროდუქციის მიღება. მთავარია, რომ ნორმალური პროექტი გაკეთდეს და დროულად დაიწყოს განხორციელება. კარგი იქნება, თუ ეს ქარხანა იქნება რეგიონალური და გორის გარდა ქარელს, ხაშურს და კასპს მოიცავს“,- განაცხადა თავზარაშვილმა

გორის ნაგავსაყრელის დახურვის საკითხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირებებში შეიტანა. გორის მერიას ამ პროექტის განსახორციელებლად 680 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

Read 1130 times