გორის მაჟორიტარის ოჯახის შემოსავალმა ერთ წელში 866 773 ლარი შეადგინა

იანვარი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ 2018 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია განაახლა. 

იოსებ მაკრახიძეს, წლის განმავლობაში, მიღებული 55 485-ლარიანი ხელფასის გარდა, შემოსავლები სამეწარმეო საქმიანობიდანაც უფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ მის სახელზე რეგისტრირებული კომპანიები პარლამენტში შესვლის შემდეგ, სამართავად სხვებს გადააბარა, დეპუტატს ძირითადი შემოსავლები მაინც ამ სფეროდან გააჩნია.

ამავე თემაზე: იოსებ მაკრახიძის ოჯახი 40 ჰექტარზე მეტ მიწის ფართს ფლობს

კერძოდ, 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შპს "იბოლიადან", სადაც ამჟამად მაკრახიძე 40%-იან წილს ფლობს, შემოსავლის სახით 286 341 ლარი მიიღო. მისმა მეუღლემ კი შპს "გეორგია XXI"-დან, რომლის წილები ახლა უკვე შვილიშვილზე ირიცხება, გასულ წელს 6 523 ლარი მიიღო. ციცინო კალანდაძეს სახელზე აღნიშნულ პერიოდში შემოსავლის სახით შპს "ე.ი.ლ.ჯ" -დან 13 000 ლარი ფიქსირდება. შპს "შარა"-დან კი ოჯახმა 106 618 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, პარლამენტარი და მისი მეუღლე, შემოსავლებს მათ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდანაც ფლობენ: 

foto akdro da misi biznesvumeni

საერთო ჯამში, მაკრახიძის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის ოჯახის შემოსავალმა ერთ წელში 866 773 ლარი შეადგინა. ამ თანხაში არ შედის ცოლ-ქმრის საბანკო დანაზოგი და 3 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი, რომლის მითითება ქონებრივ დეკლარაციაში სავალდებულო არ არის.

Read 1923 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი