გორში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად 4 ბავშვი დაშავდა
გორში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო 5 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
დაშავებულებიდან 4 ბავშვია, ხოლო ერთი - 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მათ სხვადასხვა სახის დამწვრობები და ჭრილობები აღენიშნებოდათ.
მკურნალობის შემდეგ ხუთივე პაციენტმა "გორმედის" საავადმყოფო დატოვა.
"31 დეკემბერს შემოიყვანეს 4 ბავშვი. ერთს აღენიშნებოდა დამწვრობა, ხოლო სამს ნაფლეთოვანი ჭრილობები. გუშინ კიდევ მოიყვანეს ერთი ადამიანი თითების მოტეხილობით. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ყველა მათგანი გაეწერა საავადმყოფოდან", - განაცხდა "გორმედის" ექიმმა, დავით გასიტაშილმა.