გორში, ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

დეკემბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, 74 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. საქმეს კი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძე განიხილვდა. მან პროკურორის მოთხოვნა გაითვალისწინა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ფაქტის გამოძიება გრძელდება. 

საქმის არსებითი განხილვა ერთ თვეში დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს გორში 74 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. პოლიციამ საქმე ცხელ კვალზე გახსნა და იმ ღამით 50 წლის ქალი თ.კ. დააკავა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ოქროს საყურის ქურდობაზე წასწრება იყო. კერძოდ, ბრალდებული ცდილობდა გარდაცვლილისთვის საყურე მოეპარა. ფაქტზე წასწრებას დაპისრიპირება მოჰყვა, რა დროსაც ბრალდებულმა გარდაცვლილს თავში ბოთლი რამდენჯერმე ჩაარტყა. შემდეგ კი საყურეები წაიღო და ლომბარდში ჩააბარა. 

Read 620 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი