"საქართველოს მოხალისე 2018" გორელი ელენე მინდიაშვილი გახდა

დეკემბერი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საქართველოს მოხალისე 2018" გორელი ელენე მინდიაშვილი გახდა.

პროგრამის „ საქართველოს მოხალისე 2018" შემაჯამებელი ღონისძიება განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა  წლის საუკეთესო მოხალისედ შიდა ქართლის წარმომადგენელი, გორის მოხალისეთა კლუბის ხელმძღვანელი ელენე მინდიაშვილი გახდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხალისეთა ორგანიზებით 117 აქტივობა გაიმართა.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი.შიდა ქართლში კი პროგრამას კოორდინაციას უწევს ორგანიზაცია - მეგობრობის ხიდი "ქართლოსი".

"საქართველოს მოხალისე 2018 იყო ძალიან ნაყოფიერი პროექტი. ახალგაზრდებმა განახორციელეს ბევრი მნიშვნელოვანი საინტერესო პროექტი, მათ შორის შიდა ქართლის, გორის მოხალისეების კლუბმა ელენე მინდიაშვილს ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა განახორციელა მუნიციპალიტეტში. 15 სექტემბერი - მსოფლიო დასუფთავების დღე, 21 სექტემბერი - მშვიდობის საერთაშორისო დღე, შეხვედრა ევროკავშირის გამარჯვებულ ჟურნალისტებთან, 5 - ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, კამპანია "სუფთა ჰაერი - უსაფრთხო მოძრაობა,  "მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი". ახალგაზრდებმა მოიწვიეს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ლიკა ტორიკაშვილი . გამართეს საკალათბურთო ორდღიანი მინი ჩემპიონატი, ეწყობოდა ფილმის ჩვენებები, ტრენინგები , შეხვედრები. მოხალისეობრივი საქმიანობის იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციაში. შიდა ქართლის რეგიონიდან გორის წარმომადგენელი პირველად გახდა საქართველოს საუკეთესო მოხალისე . დიდი გამოწვევა იყო გამარჯვება, და ვცდილობდით საინტერესო მნიშვნელოვანი თემის საჭიროებებიდან გამომდინარე აქტივობები დაგეგმოთ", - ორგანიზაცია "ქართლოსის" წარმომადგენელი, ლელა მაზმიშვილი

 

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. 

Read 2045 times Last modified on Last modified on დეკემბერი 30 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი