Back to Top
ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 18:22

მერის წარმომადგენლებს სამართლებრივი სტატუსი ეცვლებათ

Rate this item
(0 votes)

მუნიციპალიტეტის პირველი პირის წარმომადგენლები, აქამდე თუ შუამავლის როლს ითავსებდნენ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის და მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულება გააჩნდათ, ახლა უკვე ისინიც შტატიან საჯარო მოხელეებად ითვლებიან. ამის თაობაზე, განკარგულების პროექტი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. 

დავით ცერცვაძე ერთ-ერთია იმ წარმომადგენლებიდან, რომლებიც მოსახლეობასა და ადგილობრივ  თვითმმართველობას შორის ერთგვარ მედიატორის როლს ასრულებენ. ის ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულს მეხუთე წელია ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ მისი უფლებამოვალეობის ფარგლებში, ცდილობს, საკუთარიი მუშაობა თემზე  ეფექტურად აისახოს. 

საკუთარ მუშაობას ეფექტურად მიიჩნევს, კონსტანტინე თავზარაშვილის წარმომადგენელი ვერხვების დევნილთა დასახლებაში.  მზია მეტრეველი 2018 წელს ბევრად უფრო შრომატევად პერიოდად პროგნოზირებს.

 

ამ ეტაპზე გორის მერმა საკუთარი წარმომადგენელი 33-დან 30 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე დანიშნა.  ვარიანის, მერეთისა და შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის თანამდებობა ისევ ვაკანტურია და მასზე ღია კონკურსის გამოცხადებას, უწყება, უახლოეს პერიოდში აანონსებს. ჯერ არ დანიშნულა, წარმომადგენელი გორში, კვერნაქის დასახლებაშიც. გამარჯვებულ აპლიკანტებს საკონკურსო კომისია გამოავლენს და მუშაობას დანიშვნისთანავე შეუდგებიან. 

Read 1576 times Last modified on ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 19:52