Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 29 დეკემბერი 2018 11:59

გორში 70 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩაზე მცხოვრები ლილი დათუაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს 7  დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ქალმა დანაშაული აღიარა.

ამავე თემაზე: გორში 70 წლამდე ქალი თავში ბოთლის ჩარტყმით მოკლეს - დაკავებული დანაშაულს აღიარებს 

70 წლის ლილი დათუაშვილი სტალინის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში გუშინ დილით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალია, რომელიც იმავე კორპუსში გარდაცვლილის სხვა სახლში მდგმურად იდგა.

შსს - ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამავე თემაზე: გორში 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს - სრული ინფორმაცია

Read 1443 times Last modified on შაბათი, 29 დეკემბერი 2018 12:04