გორში 70 წლამდე ქალი თავში ბოთლის ჩარტყმით მოკლეს - დაკავებული დანაშაულს აღიარებს

დეკემბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, სტალინის ქუჩაზე 70 წლამდე ქალის მკვლელობის საქმე პოლიციამ გახსნა.

ოფიციალური ვერსიით, ქალი თავში ბოთლის ჩარტყმით მოკლეს. ეჭვმიტანილი მისი მდგმური 50 წლამდე თ.კ-ია. ეჭვმიტანილი ქალი პოლიციამ წუხელ ღამით დააკავა. იგი ბრალს აღიარებს.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ქურდობაზე წასწრება იყო.

"ოქროს საყურის მოპარვას ვცდილობდი, რა დროსაც მან შემამჩნია. ამას მოჰყვა დაპირისპირება, რა დროსაც ბოთლი რამდენჯერმე ჩავატყი თავში. შემდეგ ეს საყურე ლომბარდში ჩავაბარე", - რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, განაცხადა დაკავებულმა პოლიციასთან, გამოკითხვაზე ყოფნისას.

ამავე თემაზე: გორის პოლიციამ მკვლელობა გახსნა - დაკავებული მოკლულის  მდგმურია

შეგახსენებთ, რომ 70 წლის ლილი დათაშვილი სტალინის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში გუშინ დილით მოკლეს. ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ შსს -ომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Read 6309 times Last modified on Last modified on დეკემბერი 29 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი