Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 14:47

კეთილმოწყობის სააგენტო მაკრახიძის კომპანიასთან არ ითანამშრომლებს

Rate this item
(0 votes)

კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი კობახიძე ამბობს, რომ ალექსანდრე მაკრახიძის კომპანიასთან თანამშრომლობას კანონი უკრძალავს და შესაბამისად, მის სახელთან დაკავშირებულ შპს-ებთან ხელშეკრულებები ვერ გაფორმდება. იოსებ მაკრახიძის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძე ახლადჩამოყალიბებულ სააგენტოში მისმა ხელმძღვანელმა გივი კობახიძემ მოადგილედ დანიშნა.


,,ალექსანდრე მაკრახიძე ჩემ მოადგილედ იმუშავებს და შესაბამიად, ინტერესთა კონფლიქტი იქნება თუ ჩვენთვის საჭირო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში მისი სამშენებლო კომპანია გაიმარჯვებდა. ამ შემთხვევაში მას მოუწევს წავიდეს ჩვენი სამსახურიდან“, -აცხადებს გივი კობახიძე.

მანამდე რადიო ,,მოზაიკასთან“ საუბარში გივი კობახიძე აცხადებდა, რომ ალექსანდრე მაკრახიძე მერიის ბალანსზე არსებულ, რომელიმე ა(ა)იპის თანამშრომელი არ ყოფილა, თუმცა სააგენტოს წესდებაში სამშენებლო სამუშაოების შესრულებაა გაწერილი და მაკრახიძე, როგორც კარგი მშენებელი ისე მიიღო.

გივი კობახიძეს სამსახურში კიდევ ერთი შ.პ.ს.-ის წარმომადგენელი, ზურა მიხანაშვილი ყავს დასაქმებული, რომელიც გარეგანათებების სამონტაჟო საქმიანობას აწარმოებს.

Read 1958 times Last modified on ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 18:47