Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 22:40

გორელმა 10-14 წლის ძიუდოისტებმა უკრაინაში 2 ოქროს მედალი მოიპოვეს

Rate this item
(0 votes)

გორელმა 10-14 წლის ძიუდოისტებმა უკრაინაში წარმატებით იასპარეზეს. 

პატარა სპორტსმენებმა ვასილკოვის მერიის ორგანიზებით გამართულ ჩემპიონატში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

ძიუდოისტებმა ჩემპიონატში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და უკრაინის ქალაქ ვასილკოვოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიიღეს.

2019 წელს ვასილკოვოდან ჩამოსულ ძიუდოისტებს გორის მერია უმასპინძლებს.

Read 1387 times Last modified on ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 22:50