გორის მერი: მანველიშვილმა და ბლიაძემ წინასაახალწლოდ წახალისება არ დაიმსახურეს

დეკემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წელს საყვედური მიიღეს, წინასაახალწლოდ ფულადი ჯილდო არ გადაეცემათ, -ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას გორის მერმა გააკეთა.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ თემურ მანველიშვილსა და თანაშემწე კახა ბლიაძეს ცნობილი/გახმაურებული ფაქტების შედეგად საყვედური აქვთ მიღებული, რის გამოც წახალისება ვერ დაიმსახურეს.

"რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტების გამო, ორივე მათგანს საყვედური აქვს მიღებული და მათ წახალისება და შესაბამისი ფულადი ჯილდო ვერ დაიმსახურეს. მათთან ერთად არ წახალისდება ყველა ის თანამშრომელი, ვისაც შენიშვნა ან საყვედური აქვს გამოცხადებული და ასეთი გორის მერიაში მანველიშვილთან და ბლიაძესთან ერთად სხვებიც არიან", - აცხადებს გორის მერი. 

შეგახსენებთ, თემურ მანველიშვილმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა. კახა ბლიაძემ კი ზაზა სარალიძის გარდაცვლილი შვილი სოციალურ ქსელში შეურაცხყმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

ამავე თემაზე: მერიის წარმომადგენელმა გიგა მაქარაშვილს თავზე ხორბალი დააყარა

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ

ამავე თემაზე: გორის მერიაში 288 თანამშრომლიდან საახალწლო დანამატს 253 მიიღებს

 

Read 1279 times Last modified on Last modified on დეკემბერი 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი